Grammy-ს აკადემიის პირველი ქალი დირექტორი ცერემონიის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, თანამდებობას ჩამოაშორეს

Grammy-ს აღმასრულებელი დირექტორი, დებორა დუგანი ცერემონიის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, შესაძლო გადაცდომის თაობაზე გამოძიების გამო, თანამდებობას ჩამოაშორეს,-ინფორმაციას BBC News-ი ავრცელებს.

ახლა დებორა დუგანი ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფება, გამოძიების დასრულებამდე მის მოვალეობას  დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ჰარვი მეისონ უმცროსი შეასრულებს. ტელეარხი მომხდარი ფაქტის დეტალებს არ განმარტავს, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ აკადემიის მაღალი რანგის თანამშრომელი დუგანს საკუთარი ქმედებების გამო, სასამართლოში უჩივის.

აკადემიის დირექტორთა საბჭო ირწმუნება, რომ “გრემისЭ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, როგორც ეს დაგეგმილი იყო. ღონისძიება 26 იანვარს, ლოს ანჯელესში გაიმართება.

Variety- ის თანახმად, დუგანის თანამდებობიდან დროებით გადაყენების მიზეზი შესაძლოა, რეფორმების თაობაზე მის გეგმებთან დაკავშირებით, აკადემიის უკმაყოფილებას უკავშირდებოდეს.

დებორა დუგანი 2019 წლის აპრილში პირველი ქალი გახდა, რომელიც Grammy-ს აკადემიას ხელმძღვანელობდა. მანამდე, ის არაკომერციული ორგანიზაცია RED– ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომელიც მომღერალ ბონოს მონაწილეობით შეიქმნა, რათა აფრიკას შიდსთან, მალარიასა და ტუბერკულოზთან ბრძოლაში დაეხმაროს. დუგანის წინამორბედმა, ნილ პორტნოვმა თანამდებობა ასევე სკანდალის ფონზე დატოვა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად