სტატიკის ეროვნული სამსახური ეწევა მანიპულაციებს და რეალური მაჩვენებლების პოლიტიკურად შელამაზებას. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ წლიური ინფლაციის მონაცემებს.

"მთავრობამ ოფიციალური წლიური ინფლაცია გამოაქვეყნა, 9,8 პროცენტი. რატომ ათი პროცენტი არა? იმიტომ, რომ ორნიშნა ფასების ზრდა გამოვიდოდა, რაც სალაპარაკოდ ცუდია.

ახლა უნდა ველოდოთ ინფორმაციას მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური 10,0 პროცენტის ოდენობით ზრდის შესახებ. საიდან ასე ზუსტად? რატომ 9,9 პროცენტი არა? იმიტომ, რომ მაშინ არ გამოვიდოდა ორნიშნა წლიური მატება.

სტატიკის ეროვნული სამსახური ეწევა მანიპულაციებს და რეალური მაჩვენებლების პოლიტიკურად შელამაზებას."  - წერს რომან გოცირიძე.