გოცირიძე: ვის მოაფიქრდა ბიუროს სხდომის დანიშვნა იმ დროს, როდესაც საქართველო უელსს ხვდება?

“ბიუროს წევრი ჩვენი რაგბის სახელოვანი კაპიტანიც არ იყოს მაინც!”,-ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალური ქსელში წერს.

“დღეს, იაპონიში, რაგბიში მსოფლიო თასზე, როცა საქართველოს ნაკრები უელსს ხვდება, იმ დროს პარლამენტის ბიუროს სხდომის დანიშვნა ვის მოაფიქრდა ნეტავ?:((

ბიუროს წევრი ჩვენი რაგბის სახელოვანი კაპიტანიც არ იყოს მაინც!😄

გადაწიეთ ერთი საათით თქვე ბედოვლათებო. თუ, იმ კანონპროექტის გატანა გეჩქარებათ, ადამიანს ორ სამსახურში მუშაობას რომ უკრძალავს??”,-წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად