გოცირიძე: ვინც მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტში დააჭერს თანხმობის ღილაკს, ვერ გაივლის ქვეყნის ქუჩებში

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს

“ისინი, რომლებიც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ხვალ პარლამენტში დააჭერენ თანხმობის ღილაკს ხელს, ვერ გაივლიან ქვეყნის ქუჩებში!!!”- წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელიც საგანგებოდ ჩაინიშნა, განიხილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი, რის მიხედვით გამოძიება საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ, დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვს.

სხდომა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა,სადაც სააპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე და “ოცნების” წევრი აკაკი ზოიძე ერთამანეთს დაუპირისპირნენ.

“ევროპული საქართველოს” წევრები სერგი კაპანაძე და სერგო რატიანი პროკურატურის წერილის განხილვის გადადებას ითხოვდნენ. თუმცა, ბიუროს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და პროკურატურის წერილი განსახილველად იურიდიულ საკითხთა  და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეგზავნა განსახილველად.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ და დეპუტატი ხვალ გამოკითხვაზე პროკურატურაშია და დაბარებული

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...