გოცირიძე: უნდა შეწყდეს უაზრო ექსპერიმენტები ავტომობილების მფლობელების მიმართ

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“არასწორად პარკირებისათვის ჯარიმის 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდის შესახებ დრაკონული კანონი, რომელიც დღეს უნდა მიეღოთ მესამე (ანუ საბოლოო) მოსმენით, ჩაფლავდა. ჩვენმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და მოიხსნა საკითხი კენჭისყრიდან. არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ კვლავ შემოაბრუნონ უკან.
უნდა შეწყდეს უაზრო ექსპერიმენტები ავტომობილების მფლობელების მიმართ, რომელიც ირიბად თითქმის ყველა ოჯახს ეხება”, – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, დღეს  პარლამენტმა არასწორი პარკირებისთვის 50 ლარიანი ჯარიმის დაწესებას კენჭი არ უყარა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად