რომან გოცირიძე უმრავლესობას: როგორც ბავშვს ასანთს რომ მისცემ და უნდა აკონტროლო, ასევე უნდა გაკონტროლოთ თქვენც

როგორც ბავშვს ასანთს რომ მისცემ და უნდა აკონტროლო, ასევე უნდა გაკონტროლოთ თქვენც, რომ არ გაჰკრათ ასანთს”- ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

” ჩვენ არ გენდობით თქვენ და გუშინდელი ჩვენი წარმატება – ოპოზიციის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების არ გვინდა, რომ არ იყოს ბოლომდე მიყვანილი.

როგორც ბავშვს ასანთს რომ მისცემ და უნდა აკონტროლო, ასევე უნდა გაკონტროლოთ თქვენც, რომ არ გაჰკრათ ასანთს და არ შემოაბრუნოთ კანონპროექტი იმ ფორმით, როგორც გუშინ იყო. როდესაც საჭიროა მოვდივართ, მაგრამ შეკითხვაა მაინც ის, რაც ისმოდა გუშინ, არაკონსტიტუციურობის მომენტს, როგორ უვლით გვერდს“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად