გოცირიძე: ”წვრილმანი ხულიგნობის” ქიმიურ თავდასხმად გამოცხადება სასაცილოა და ფაქტის კომიკურობას მოგვიანობით ვიგრძნობთ

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ერთი სასაცილო ისტორია უნდა მოგიყვეთ პლაცებოს ეფექტზე. ამას შეიძლება ”შებრუნებული პლაცებო” ვუწოდოთ.

ვიცით, რომ პლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, ვითომ წამალი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ, რომ ის გამოჯანმრთელდება. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფს აძლევენ რაიმე სახის აბს, რომელიც არ არის ნამდვილი სამკურნალო საშუალება. ექიმი არწმუნებს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე.

ახლა იმ ისტორიაზე. ასპირანტები ვართ. ბაგების სტუდქალაქში ხდება ეს ამბავი. ერთმა აპირანტმა რაღაცის გამო გვაწყენინა. ცუდად მოიქცს. მე და ჩემმა მეგობარმა, სოხუმელია, თამაზ ძიმისტარაშვილი, თავისებურად, ”ჰუმანურად” დავსაჯეთ ის ბიჭი.

შემოდის ერთხელ ჩვენი გია თამაზთან ოთახში, გვეუბნება, რომ თავი მტკივა საშინლად, რაიმე წამალი ხომ არ გაქვთო. კიო, უთხრა თამაზმა. ვხედავ, თვალები აენთო. ყოველთვის უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს მე და თამაზი. წინასწარ არ დაგვიგეგმია, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც ოინი უნდა დაგვედგა და უკვე გაცნობიერებული მქონდა ჩემი როლი. მიაწოდა ანალგინი. დალია გიამ. უცბად ვღებულობ ტრაგიკულ სახეს: რა ჩაიდინე, თამაზ, შეგეშალა, ეს ხომ ისაა, ძლიერი ნარკოტიკი? შემოირტყა თავში ხელი თამაზმა და ბალიშში ჩარგო თავი ”ატირებულმა” ( სიცილი რომ დაემალა). ) რა ხდება, იკითხა გიამ. წამალი შეეშალა, ათი კაცის საკმარისი დოზა იყო იმ აბში. ნუ გეშინია ”ბრატუხა”( სოხუმურად იცოდა ლაპარაკი:)), ახლავე გამოვუძახებთ სასწრაფოს, ამბობს თამაზი, კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი, ერთი საათი უძლებს ადამიანი. ამის თქმა იყო და ვხედავთ, გაფითრდა კაცი და ხელში გვაკვდება. ვასვით და ვასხით წყალი, ვუთხარით, რომ ვიხუმრეთ, ვყლაპეთ საჩვენებლად ანალგინის აბები და ძლივს მოვასულიერეთ. დიდი შიში ვჭამეთ. 😄

მერე კი მივხვდით, რომ ბოროტი ხუმრობა გამოგვივიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ადეკვატური იყო იმ საქციელისა, რის გამოც იგი დაისაჯა.

რატომ გავიხსენე ეს ისტორია? პარლამენტში აშკარად უსფრთხო, მძაფრი სუნის მქონე ცხოველთა სამკურნალო პრეპარატის დასხმის გამო, როცა ზოგიერთს გარკვეული დისკომფორტი რომ შეექმნა.

თავს ვერ თავდებ, რომ ეს მხოლოდ შიშის ეფექტი იყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს რომ ასე იქნებოდა, ეჭვი არ მეპარება.

ამ ”წვრილმანი ხულიგნობის” ქიმიურ თავდასხმად გამოცხადება, არის სასაცილო და როგორც წესი, ფაქტის კომიკურობას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვიგრძნობთ ხოლმე. 😄” – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ შემოსული სხდომათა დარბაზში და მზაფრსუნიანი უცნობი ხსნარი დაასხეს, რის გამოც სასესიო სხდომა შეწყდა.

მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა განცხადებები, რომ ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს სითხე, რის გამოც დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

13 დეკემბეს კი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა ჩაუტარა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად