გოცირიძე: თუ მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ნაცვლად ეკონომიკის ”სტიმულირების” მსგავს ხერხს მიმართავს, ეს მძიმედ დაუჯდება ქვეყანას

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროზონა კორონავირუსის გამო ეკონომიკის სტიმულირებისათვის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების სესხებზე პროცენტის დაწევის პოლიტიკას მიმართავს. საქართველოს ამის ფუფუნება არა აქვს, ჩვენ სხვა უბედურება გვჭირს-ლარის ჩამოშლისა და ფასების ზრდის რეალური რისკი. ამიტომ ხელისუფლებამ ევროკავშირისგან თუ ამერიკისგან განსხვავებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.
არ გამიკვირდება, ჩვენმა პრიმიტიულმა ( მიმბაძველმა) მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ნაცვლად ( უსარგებლო, ნაკლებპრიორიტეტული, კირუფციული ხარჯების შეკვეცა) ეკონომიკის ”სტიმულირების” მსგავს ხერხს მიმართოს. ეს მძიმედ დაუჯდება ქვეყანას.

ეს მხოლოდ ”თეორიული უმწიფრობით” არ მოსდით მთავრობებს. საკუთარი პოლიტიკური და კორუფციული ინტერესები ამოძრავებთ ხშირად” – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად