გოცირიძე: თუ ჯიუტად არ სურთ საარჩევნო კოდექსში ცვლილება, ეს ცუდად დასრულდება

” პროტესტის ფონზე ცხოვრება და არჩევნებამდე ჩამოშლილად მისვლა მოუწევთ”,-ამის შეახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს 2020 წლის არჩევნებამდე პროტესტის ფონზე ცხოვრება მოუწევს.

“თუ ჯიუტად არ სურთ ცვლილება საარჩევნო კოდექსში, ეს ცუდად დასრულდება. ან მოუწევთ პირობის შესრულება, მისაღების სარჩევნო კოდექსის მიღება ან პროტესტის ფონზე ცხოვრება და არჩევნებამდე ჩამოშლილად მისვლა. ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია მათი ქმედებები, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ”, – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად