გოცირიძე თადუმაძეს: ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო, ზევსი დანიშნავდა იუსტიციის მინისტრად?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს შეკითხვებით მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ:

გოცირიძე: რომელი ღმერთის ცოლი იყო თემიდა? და შეიძლება ღმერთი ვინმეს ცოლი იყოს?

თადუმაძე: 

გოცირიძე: გასაგებია, არ მპასუხობთ! თემიდა იყო ყველაზე დიდი ღმერთის -ზევსის ცოლი! ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო, ზევსი დანიშნავდა იუსტიციის მინისტრად?

თადუმაძე: …

გოცირიძე: არ მპასუხობთ.. ღმერთები მაშინ ქორწინდებოდნენ. თქვენ რომ “ქართუ ბანკის” იურისტი არ ყოფილიყავით, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული პირი არ ყოფილიყავით, გახდებოდით გენერალური პროკურორი? გახდებოდით უზენაესი სასამართლოს წევრი? აი, ხომ ხედავთ 100%-იანი ალკბათობით ღმერთი მეუბნება რომ თქვენ გახდებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?

თადუმაძე: რომ არა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, უმძიმესი ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანების უფლებები დამეცვა, მე ვერ გავხდებოდი ვერც გენერალური პროკურორი და ამაში თქვენი წვლილი დიდია – მომეცა შესაძლებლობა უკომპრომისოდ დამეცვა იმ ადამიანების უფლებები, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება არღვევდა უხეშად და მათ შორის, პირადად ჩემზეც ზემოქმედებდნენ და ასეთი ლაპარაკი, თუ როგორ აღმოვჩნდი აქამდე, სწორი იქნება რომ ასე ვუყუროთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად