გოცირიძე თადუმაძეს: ერთადერთ შეკითხვაზე გაეცით სწორი პასუხი (ვიდეო)

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს შეკითხვებით მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ:

გოცირიძე: რას ნიშნავს პლუტოკრატია?

თადუმაძე: იმას არ ნიშნავს რასაც თქვენ გულისხმობთ და გადადით შემდეგ კითხვაზე

გოცირიძე: მე ვგულისხმობ იმას, რასაც ნიშნავს ნამდვილად. პლუტოკრატია ნიშნავს მდიდრების მმართველობას. ისეთ პოლიტიკურ რეჟიმს სადაც მდიდარ ადამიანთა ჯგუფი მართავს ქვეყანას. არის თუ არა პლუტოიკრატიული რეჟიმის საქართველოში დღეს?
​თადუმაძე: არ არის

​გოცირიძე: ერთადერთ შეკითხვაზე გაეცით თქვენ სწორი პასუხი.

თადუმაძე: მოვიგე 20 ათასი?

​გოცირიძე: საქართველოში არ არის პლუტოკრატიული რეჟიმი, რადგან საქართველოს მართავს არა მდიდარ ადამიანთა ჯგუფი, არამედ ერთადერთი ადამიანი და ყველა მდიდარ ადამიანს ის ზედა ჭერს უწესებს, როგორც “თიბისი ბანკს” დ ამის ხელმძღვანელობას და რაღაც დონის ზემოთ გამდიდრებას უკრძალავს. ამიტომ საქართველოში არის უნიკალური მმართველობა, რომელსაც მე ვუწოდებდი “ქართუკრატიას”. აბა მითხარით, რატომ ვუწოდე “ქართუკრატია?”

თადუმაძე: არ ვიცი, ლოგიკაში ვერ მოგყვებით…

გოცირიძე: მიგანიშნებთ: მთელი საქართველოს ძალოვანი ბლოკი დაკომპლექტებულია “ქართუ ბანკის” კლერკებისაგან. შს მინისტრი “ქართ ბანკის” დაცვის უფროსი, თავდაცვის მინისტრი- “ქართუ ბანკის” ფინანისტი, სუს-ის უფროსი “ქართუ ბანკის” იურისტი, საქართველოს უკვე მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ანუ თქვენ – “ქართუ ბანკის” ადვოკატი… საქართველოში 62 მინისტრი შეიცვალა და აქედან ნახევარზე მეტი არის “ქართუ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...