გოცირიძე: სტრასბურგის სასამართლოს ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილებით ქართული მედიის ფლაგმანს ანადგურებენ

ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

”რუსთავი 2 ” იყო დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის თანატოლი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უდიდესი ფაქტორი. სტრასბურგის სასამართლოს ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილებით ქართული მედიის ფლაგმანს ანადგურებენ. სულ მალე მის ადგილას მორიგი ”ბიძინვიზია” გაჩნდება.

რუსთავის ჟურნალისტები და მთელი კოლექტივი არის ევროპული ყაიდის პროფესიონალთა გუნდი. დიდი საცოდაობაა, რომ ასეთი ადამიანური სიმდიდრე ერთი ხელის დაკვრით მოშალო.

ციფრულ დროში ვცხოვრობთ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სულ მალე ვიხილავთ ამ ადამიანებს ახალ ეკრანებზე.
ივანიშვილისთვის კი ეს ნამდვილად არის პიროსის გამარჯვება, ისეთი გამარჯვება, რომელიც დამარცხების ტოლფასია.

რაც შეეხება ”რუსთავი 2-ს”, ის აუცილებლად დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელებს მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სასამართლო. ეს დრო კი შორს არა არის”, – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

შეგახსენებთ, 4 წლის წინ, 2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის 7 მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა.

ეს ორი მოთხოვნა იყო – ხელშეკრულებების ბათილობა შპს “გეოტრანსთნ” და შპს “საქცემენტთან” და ამის შედეგად კი მეორე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის დღევანდელ მესაკუთრეებს საკუთრების უფლება გაუუქმდათ და წილების ნაწილში, 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღინიშნოს ქიბარ ხალვაში, ხოლო 40% -ის მესაკუთრედ მისი კომპანია შპს “პანორამა”.

შედეგად, სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილები სრულად აღუდგინა მოსარჩელე  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს,  სადაც მოპასუხე მხარეები ტელეკომპანიები „რუსთავი -2“, „საქართველო“, შპს „საქცემენტი“(ჰაიდელბერგცემენტი) და „გეოტრანსი“ იყვნენ.

„რუსთავი 2“-მა აღნიშნული გადაწყვეტილება  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სადაც  მოსამართლე თამაზ ურთმელიძისმიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვდა. თუმცა, სააპელაციომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- სააპელაციოს გადაწვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვდა უზენაესს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. რაც არ დაკმაყოფილდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და საბოლოო გადაწყეტილებითტელეკომპანია„რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და “პანორამას” მიაკუთვნა.

უზენაესი სასმართლოს გადაწვეტილებას არ დაეთანხმა  ტელეკომპანია.

„რუსთავი 2“-მა, ტელეკომპანია „საქართველომ“, ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა სარჩელით ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად