გოცირიძე: სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად – ვერ შემოვიდნენ კარებიდან, უნდათ შემოაძვრინონ ფანჯრიდან

“ეს არის შემოვლითი გზით ამ სიის ან მისი ნაწილის გათრევა პარლამენტში”, – ასე აფასებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას მოსამართლეების არჩევი კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით.

“ახლა მიმდინარეობს თვალის ახვევა, ეს არის სპეცოპერაცია მურუსიძის სიის გადასარჩენად. ვერ შემოვიდნენ კარებიდან, ახლა უნდათ შემოაძვრინონ ფანჯრიდან. უნდათ ვითარება დროებით გამუხტონ. შეიძლება ეს სია პარლამენტმა ფორმალურად ჩააგდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში არ ამბობს მმართველი უმრავლესობა, რომ ამ სიის ყველა წევრი, ათივე არ იქნება არასდროს პარლამენტში წარმოდგენილი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოსამართლეების არჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს შეიმუშავებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...