გოცირიძე: სასიხარულოა, რომ ვანო მერაბიშვილი ხვალ დააღწევს თავს რეპრესიულ სასჯელს

ამის შესახებ საპარლამენტი ფრაქცია “ნაციონალური მოძროაბის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა არ დაააკონკრეტა დაუბრუნდება თუ არა ვანო მერაბიშვილი  სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკას.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ  ვანო მერაბიშვილი მის გეგმებზე თავად ისაუბრებს.

„ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი, რაც დაამტკიცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ის შეიძლება ითქვას, იყო ივანიშვილის პირადი პატიმარი. მერაბიშვილი 7 წლის განმავლობაში უსამართლოდ იჯდა ციხეში. სასიხარულოა, რომ ხვალ დააღწევს თავს ამ რეპრესიულ, უსამართლო სასჯელს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ის თავად იტყვის ხვალ პირველი. ხვალ გვეცოდინება მისი პოზიცია და მისი მომავალი გეგმების შესახებ”, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსულების მე-9 დაწესებულებას, ე.წ მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს.

პატიმრობის ვადა მას სწორედ ამ დღეს ეწურება.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს – 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ის 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად