გოცირიძე: საქართველო დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეულობით მსხვერპლი

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალური ქსელში წერს, რომ საქართველო დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს და მთავრობას 5 კითხვით მიმართავს.

“საქართველო დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეულობით მსხვერპლი და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი.
-როგორ ცდილობს მთავრობა თავიდან აიცილოს მოვლენების ამ სცენარით განვითარება?
-არის თუ არა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე ძლიერი, ვიდრე იყო რამდენიმე თვის წინ?
-რაში დაიხარჯა ნასესხები 5 მილიარდი და რატომ არ ეტყობა იგი ჯანდაცის სისტემას?
-რატომ დუმს მთავრობა და რატომ უქმნის ილუზიას ხალხს, რომ არაფერია საგანგაშო და რატომ ადუნებს მათ სიფრთხილეს?
-კორონაზე გამარჯვებული ხალხის პარტიად რომ გამოაცხადეთ თავი და სპეცგაზეთს რომ არიგებთ სააგიტაციოდ წინასაარჩევნოდ, ორიოდე კვირის მერე იმ გაზეთს რომ თავზე გადაგახევთ ამომრჩეველი, ამაზე თუ გიფიქრიათ?
აი, ეს არარიტორიკული კითხვები მაქვს მთავრობასთან და ოფიციალურადაც გავუგზავნი სადეპუტატო შეკითხვის სახით, რათა მივიღო პასუხი. სხვანაირად, არჩევნებამდე, არც გიპასუხებენ და არც შეიმჩნევენ”, – წერს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად