გოცირიძე: სამარცხვინოდ იქცევა Apple-ი. თავის რუკებზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია გამოსახული

მის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.

“სამარცხვინოდ იქცევა Apple-ი. თავის რუკებზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია გამოსახული, რაც რუსეთის ზეწოლის შედეგად გააკეთა. ეს არის საერთაშორისო ნორმების უპატივცემულობა და ამის გამო უნდა დაისაჯოს, მორალურად მაინც
უკრაინა ამას არ დატოვებს უპასუხოდ, მაგრამ მსგავს მდგომარეობაში მყოფმა სხვა ქვეყნებმაც პირველებმა უნდა აიმაღლონ ხმა”-წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ: 27 ნოემბერს BBC -მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით,  Apple-მ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნა ყირიმი რუსეთის ნაწილად იქნება ნაჩვენები.

ამიერიდან რუსეთში მყოფთათვის Apple-ს აპლიკაციებში – Apple Maps და Weather ყირიმი ნაჩვენები იქნება, როგორც რუსეთის ტერიტორია. იგივე აპლიკაციებში რუსეთის ფარგლებს გარედან შესვლის შემთხვევაში ყირიმი არ იქნება მიკუთვნებული რომელიმე ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ Google Maps-ში შესვლის შემთხვევაში არ არის მითითებული, რომელი ქვეყნის ნაწილია ყირიმი, თუმცა ტოპონიმთა სახელწოდებები დატანილია რუსულადა და არა უკრაინულად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად