გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებს საპატრიაქრო, ან რასაც უბრძანებს ივანიშვილი

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას. იგი გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებს საპატრიაქრო, ან რასაც უბრძანებს ივანიშვილი. ახლა უნდა ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებებს, გააჭიანურებს დროს და შექმნის მოლოდინებს და ინტრიგას.

გუშინ რომ არ უნდოდა შეწყალება და დღეს რომ მოუნდა ( მოუნდება აუცილებლად, მოუნდება), ალბათ ახსნილი იქნება ”დედა ეკლესიისადმი” პატივისცემით, მაგრამ საინტერესოა , როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ მის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრი მრავალი თვეა გაჭედილია პარლამენტში, არ უმტკიცებენ და აიძულებენ უკან გაიწვიოს ( ან თავად წარდგენილებმა თქვან უარი) და გახარიას მიერ რეკომენდირებული ერთგული ქოცებით შეცვალოს?!

პრეზიდენტის დამოუკიდებლობა მთავრდება იქ, სადაც იწყება მისი ”დამნიშვნელის” ინტერესები”, წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად