გოცირიძე: საბიუჯეტო სფეროში ფაქტობრივად პერმანენტული ქაოსია

” ბიუჯეტი იქნება არა 13 მილიარდი, არამედ 14 მილიარდი ლარი. ფაქტობრივად არის პერმანენტული ქაოსი საბიუჯეტო სფეროში,“,-განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა,რომან გოცირიძემ 2019 წლის ბიუჯეტზე საუბრისას.

„მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ პარლამენტში, მის ასათვისებლად დარჩება რამდენიმე დღე. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ხარჯები გადაიწევს უკვე 2019 წლისათვის. ეს უკვე დააწვება იმ წლის ბიუჯეტს და ბიუჯეტი იქნება არა 13 მილიარდი, არამედ 14 მილიარდი ლარი. ფაქტობრივად არის პერმანენტული ქაოსი საბიუჯეტო სფეროში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად