გოცირიძე: საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიზმარი ესზიმრება მას

“საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიზმარი ესზიმრება მას. სიზმარი კი დამოკიდებულია იმაზე, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას”.

ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ  საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიმდინარე არაფორმალურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“არავითარი აზრი არ აქვს ახლა იმის თქმას, რა არის ოპოზიციისთვის მისაღები, რადგან ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად განსხვავებული შემოთავაზება იქნება. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ღია საჯარო შემოთავაზებას “ქართული ოცნების” მხრიდან, რასაც არ აკეთებენ. თავად ავრცელებენ რაღაც ჭორებს, რომელიც არ არის ოფიციალური შემოთავაზების ფორმით. ხელისუფლების ტაქტიკა იყო და ბოლომდე რჩება დროის გაწელვა და შემდეგ ამ მოლაპარაკების ჩაშლა. ხელისუფლება მატყუარაა, ერთხელ „გადააგდეს“ ხალხი და იგივეს მიმართავენ დღესაც.გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიზმარი ესზიმრება მას. სიზმარი კი დამოკიდებულია იმაზე, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას. ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, ვერ ამბობენ რა სურთ, ვინაიდან ერთ წუთში შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ივანიშვილის ახირების გამო”, – განაცხადა  რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად