გოცირიძე “რუსთავი 2” -ის მოსამართლეებზე სტრასბურგში: ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს!

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ facebook-ზე “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და იმ მოსამართლეებს, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, “სამარცხვინოებს” უწოდებს.

“ვაიმე, ევროპისადმი ნიჰილისტურ განწყობებს არ შევუწყოთ ხელი, ნუ ვაკრიტიკებთ ადამინის უფლებათა ევროპულ სასამარლოს! გსმენიათ ხომ? ჰო და თუ გსმენიათ, ეს არის დიდი სისულელე. ის პალატა და ხუთი მოსამართლე, რომელმაც რუსთავთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, რამაც რვაასკაციანი ბიზნესისა და ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი ფორპოსტის ჩამოშლა გამოიწვია, უნდა გრძნობდეს თავის პასუხისმგებლობას. ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს. European Court Of Human Rights (ECHR)”,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ  “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი  ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, 21:00 საათიანი “კურიერი” პტოტესტის ნიშნად დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2″ის ჟურნალისტების ნაწილმა სამაუწყებლო კომპანია პროტესტის ნიშნად დატოვა და  გუშინ “კურიერის” 12:00 საათიანი, 15:00 საათიანი,18:00 საათიანი და არც 21:00 საათიანი გამოშვება ეთერში არ გასულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად