გოცირიძე: როგორც სამჯერ სამი არის ცხრა, აი ისე წავა გიორგი გახარია

“როგორც სამჯერ სამი არის ცხრა, ისე წავა გახარია”,-ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ყოველთვის, დაელოდეთ გამოძიებას არის ხელისუფლების დანაშაულზე ხელის დაფარების მეთოდი. ველოდებით გამოძიებას ამდენი წელია აფგან მუხთარლის გატაცებაზე, მაგრამ როდემდე უნდა ველოდოთ, ან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ან სხვა დანაშაულების, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს დანაშაული არ იქნება გამოძიებული. როგორც სამჯერ სამი არის ცხრა, ისე წავა გახარია,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დროებითი საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...