გოცირიძე: რატომ არავინ იღებს ხმას, რომ ციხეებში აკრძალულია რუსთავი 2-ის ჩვენება?

ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი თეა წულუკიანის მისამართით ამბობს, რომ თუ ის ამას არ გამოასწორებს, მაშინ როცა ის მომავალ კვირაში პარლამენტში მივა, ტრიბუნაზე გამოსვლის ნაცვლად ეკარანზე გაუშვებს, რაც კი “სასიამოვნო” რამე უთქვამს წულუკიანის შესახებ “რუსთავი 2”-ს. დეპუატატი სიურპრიზებსაც აანონსებს.

“რატომ არავინ იღებს ხმას, რომ ციხეებში აკრძალულია რუსთავი 2-ის ჩვენება? ეს კანონდამრღვევი იუსტიციის მინისტრი მობრძანდება პარლამენტში მომავალ კვირას. არ გასცა პასუხი სადეპუტატო შეკითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს და როდის აპირებს გამოსწორებას, რაც რეგლამენტის დარღვევა და პარლამენტის საზედამხედველო უფლებების ფეხქვეშ გათელვაა.
კეთილი ინებოს და გამოასწოროს მდგომარეობა მოსვლამდე, თორემ ტრიბუნაზე სიტყვით კი არ გამოვალ, არამედ რაც კი ”სასიამოვნო” რამ უთქვამს რუსთავი 2-ს მასზე, იმას გავუშვებ ეკრანზე.
დანარჩენს არ ვიტყვი. სიურპრიზი იქნება”, – წერს რომან გოცირიძე Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...