გოცირიძე: რ2 დაიხურა, დამნაშავეა European Court Of Human Rights

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ბოლო დღეებში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში განვითარებულ მოვლენებს და “დამნაშავედ” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ასახელებს.

“რუსთავი 2 დაიხურა. ამაში დამნაშავე მიამიტი( რბილად რომ ვთქვათ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოცაა.  European Court Of Human Rights (ECHR)”- წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გუშინ არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ჟურნალისტები ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია. მანვე არხიდან გაუშვა პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილიც, რომელსაც დაახლოებით 2 კვირის წინ ჰქონდა გაცხადებული, რომ არხი დატოვა.

სალიას გადაწყვეტილების შემდეგ არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. არხი დატოვა პაატა იაკობაშვილმაც. არხიდან წასვლის შესახებ განაცხადეს ჟურნალისტებმა გიგლა თუმანიშვილმა, ნათია ტრაპაიძემ, დავით ქაშიაშვილმა, თამარ ბაღაშვილმა, ეკო მაღრაძემ და მაია ლომიძემ.

არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დიანა ჯოჯუას და მიხეილ სესიაშვილის განცხადების შემდეგ ეთერში არ გასულა. საინფორმაციო გამოშვება ეთერში არც დღეს გავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად