გოცირიძე: ქვეყანაში დიდი კორუფცია ჰყვავის და პატარების გამოჭენებით თვალში ნაცარს გვაყრიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო დააპატიმრეს.

დეპუტატის შეფასებით, ოთარ აბესაძის დაკავება საჩვენებელი დასჯაა, რომელიც ახალი მერისათვის ძველი მერის კადრებისგან გასუფთავების კამპანიას ჰგავს. 

"რამდენიმე თვის წინ პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ნაკლებადმძიმე ხასიათის ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის გაუქმებას. ასეა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. დაუმტკიცოს სასამართლომ დანაშაული და მერე დააპატიმრე. არ მიიღო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება. ჩავარდა კანონი.

რომელი ლოგიკით ზის ციხეში მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელსაც სამი ათასი ლარის და ერთი ცალი ტორტის ქრთამის სახით აღებაში ედავებიან. თანაც, როგორც ირკვევა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მხოლოდ ახლა მოუთავსებიათ საავადმყოფოში.

მისი საჩვენებელი დასჯა ახალი მერისათვის ძველი მერის კადრებისაგან გასუფთავების კამპანიას ჰგავს. ქვეყანაში დიდი კორუფცია ჰყვავის და პატარების გამოჭენებით თვალში ნაცარს გვაყრიან. გაუშვით ეს ადამიანი და სახლში დაელოდოს განაჩენს", – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...