გოცირიძე: ქუთაისის უნივერსიტეტი იქნება სიდიდით ბოლოსკენ და 200-მდე სტუდენტით

ამის შესახებ ფრაქცია “ნაცონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

“გუშინ დაუმთავრებელი მშენებლობის, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მორიგი პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. წესით, უკვე უნდა ყოფილიყო გახსნილი 60 ათას სტუდენტიანი და რამდენიმე ათას ლექტორიანი ქალაქი. სინამდვილეში იქნება ერთი-ორი კორპუსი, ორასამდე სტუდენტზე, რომელიც სადღაც 5 წელიწადში მიაღწევს ათასს და საუკეთესო შემთხვევაში იქნება საქართველოში არსებული 75 უნივერსიტეტიდან სიდიდით ბოლოსკენ.

ცნობისათვის: 60 ათასი სტუდენტი არის საქართველოში დღეს არსებულ სტუდენტთა (144 ათასი) თითქმის ნახევარი და აბსურდულია ამ რაოდენობაზე და ასეულ მილიონიან დანახარჯებზე საუბარი.“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სასტუმროში ,”შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, ფონდი ,,ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის „საერთაშორისო კვლევით ცენტრთან ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე , გაიმართა პანელური დისკუსია.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად