გოცირიძე: ქიმწმენდა ვერ უშველის, ქობულეთში დამზადებული ჯადო ყოფილა მოსხმული

ასეთი სარკაზმით ეხმიანება საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტში მიმდინარე სხდომათა დარბაზის ქიმიურ წმენდას.

“სარწმუნო წყაროდან შევიტყვე, რომ ამას ქიმწმენდა ვერ უშველის. სინამდვილეში ქობულეთში დამზადებული ჯადო ყოფილა მოსხმული, რომელიც გავრილოვის აურის დეზინფექციისათვის არის განკუთვნილი, აგრეთვე დარბაზში ჩაბუდებული ავი სულების და ჭინკების განდევნას ემსახურება.
მძაფრი სუნის მოცილება მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონის მიღებით ყოფილა შესაძლებელი.😉:- წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ შემოსული სხდომათა დარბაზში და მზაფრსუნიანი უცნობი ხსნარი დაასხეს, რის გამოც სასესიო სხდომა შეწყდა.

მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა განცხადებები, რომ ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს სითხე, რის გამოც დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

13 დეკემბეს კი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა ჩაუტარა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად