გოცირიძე: ყველაზე საშიშები ეკონომიკის არასწორად გაგებაში ნიჭიერი ადამიანები არიან

ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

„დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ მივედი ერთ აზრამდე: ყველაზე საშიშები ეკონომიკის არასწორად გაგებაში ნიჭიერი ადამიანები არიან, მრავალმხრივები, ყველაფერს რომ ადვილად ითვისებენ, ყველაფერზე რომ დამაჯერებლად შეუძლიათ საუბარი და კომპრომისსაც რომ უწევენ სიმცდარისა და ზედაპირულობის გამო, რადგან ”ისინი ხომ ეკონომისტები არ არიან”, სამაგიეროდ ”ჯანსაღი ლოგიკით” ხომ აზროვნებენ?

რაც ყველას მიაჩნია, რომ არის სწორი, ჩათვალეთ, რომ ეკონომიკაში თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით არის არასწორი.

მოკლედ, ყველა გავანაწყენე ალბათ ამ პოსტით, ის უმცირესობა, ვინც პირველ კატეგორიას აკუთვნებს საკუთარ თავს და ის მილიონები, რომელთაც მხოლოდ კოლექტიური სიმართლე ჰგონიათ ჭეშმარიტება.
რატომ დავწერე ეს პოსტი არ ვიცი. ალბათ დაგროვდა.“ – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...