გოცირიძე: ყველანი ივანიშვილის პაიკები არიან, არც მაჟორიტარებს ეკითხება ვინმე რამეს, არც ხუნდაძეს, დაჩის და ბაჩის

“დიმიტრი ხუნდაძის ამ აცეტებას და საკუთარი თავის წარმოჩენას, თითქოს რაღაცას წყვეტდეს, არის ძალიან კომიკური. არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც ბაჩის არავინ არაფერს ეკითხება. ყველანი არიან ივანიშვილის პაიკები”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს შორის არსებული დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარებს არაფერს ეკითხება და უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე რეალურად ივანიშვილის სურვილებს ახმოვანებს, მმართველ გუნდში კი, ვერ გარკვეულან, რეალურად რა სურს პარტიის თავმჯდომარეს.

“დიმიტრი ხუნდაძის ამ აცეტებას და საკუთარი თავის წარმოჩენას, თითქოს რაღაცას წყვეტდეს, არის ძალიან კომიკური. არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც ბაჩის არავინ არაფერს ეკითხება. ყველანი არიან ივანიშვილის პაიკები. არ მგონია, რომ დაპირისპირება იყოს რაღაც ხელოვნურად დადგმული. უბრალოდ არ იციან რა უნდა ივანიშვილს. როგორც კი გაიგებენ, რომ ივანიშვილის სურვილს ახმოვანებს რომელიმე მაჟორიტარი, დაპირისპირების ნაცვლად წავლენ რესტორანში, ჩაეხუტებიან ერთმანეთს,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ: დიმიტრი ხუნდაძე და კიდევ 9 მაჟორიტარი, რომლებმაც პარლამენტში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდეს, უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაინც დაარეგისტრირებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად