გოცირიძე: “ქართული ოცნების” მმართველობის 7 წელი არის წარსულში დაბრუნების პერიოდი

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისტორიაში შევა, როგორც დაკარგული შანსებისა და დაკარგული დროის ხელისუფლება.

როგორც რომან გოცირიძემ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნების” მმართველობის 7 წელი არის ქვეყნის უკუსვლის წელი, წარსულში დაბრუნების პერიოდი.

„ეს იყო დაკარგული დრო და ხელიდან გაშვებული შანსები. თუნდაც, დღევანდელი პენსია გაცილებით ნაკლებია თავისი მსყიდველუნარიანობით და თუნდაც, მყარ ვალუტაში გამოხატული მაჩვენებლებით, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ. სფერო არ არსებობს, სადაც შეიძლება, ხელისუფლებამ დაიკვეხნოს, რომ წარმატებას მიაღწია. თუ რაიმე სიკეთეს ვხედავთ, წინა ხელისუფლების დროს არის მისი საფუძველი ჩაყრილი. ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მიერ რევოლუციური რეფორმებით მიღებული სიკეეთები ვერ გააგრძელა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად