გოცირიძე: “ქართული ოცნება” ეწევა მოტყუებისა და თვალის ახვევის ტაქტიკა

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებებს ფრაქცია “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, “ქართული ოცნების” მხრიდან მოლაპარაკების იმიტაციას უწოდებს.

“კიდევ ერთხელ დავესწრებით ამ შეხვედრას, თუმცა, თავიდანვე ნათელი იყო იმისი მიზანი. მიზანი იყო ერთი, რომ დრო მოეგოთ და იყო მცდელობა მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუებისა, თითქოსდა რაღაც ცვლილებები უნდათ და მოლაპარაკების იმიტაცია იყო. სინამდვილეში, არავითარ ცვლილებებზე ისინი არ მოდიან. დროზე უნდა გავაცნობიეროთ ის ტაქტიკა, რასაც “ქართული ოცნება” ეწევა, მოტყუებისა და თვალის ახვევის ტაქტიკა. ერთადერთი გზა შეასრულონ პირობა არის ვაიძულოთ საპროტესტო აქციების ფონზე,”-განაცხადა რომან გოცირიძემ “რუსთავი 2”-თან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად