გოცირიძე პრეზიდენტზე: თუკი დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, იმპიჩმენტის პროცესს დავიწყებთ

“ნაციონალური მოძრაობა” არ გამორიცხავს, რომ შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიყოს. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ვაკვირდებით პროცესებს, ერთი თვე გავიდა. გამოძიებას კიდევ ვაძლევთ დროს, არ გვინდა ვიჩქაროთ. იმ შემთხვევაში, თუკი დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, მაშინ დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცესს. დანაშაულის ნიშნები აშკარად იკვეთება, ეს პრეზიდენტმა ჩაიდინა, იცოდა თუ არა მან, ან მისი გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო, ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ დანაშაული რომ არის ამაში ეჭვი არავის ეპარება.

შეუძლებელია, რომ მკვლელები, ნარკორეალიზატორები და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში შემჩნეული ადამიანები გათავისუფლებული ყოფილიყვნენ ერთ დღეს, ერთი ხელის მოსმით. აქ არის ინტერესები და როგორც წესი, ინტერესები დაკავშირებულია ფულთან“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად