გოცირიძე: პრეზიდენტს უნდა შეუკვეცონ ბიუჯეტი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გავიდეს უცხოეთში

რაც შეიძლება ნაკლები საფრთხე მოუტანოს ქვეყანას მისმა არასერიოზულმა განცხადებებმა”,- ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “კურიერთან” განაცხადა.

“პრეზიდენტს უნდა შეუკვეცონ ბიუჯეტი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გავიდეს უცხოეთში და რაც შეიძლება ნაკლები საფრთხე მოუტანოს ქვეყანას მისმა არასერიოზულმა განცხადებებმა. ერთადერთი არგუმენტი ის იყო, რომ თუ ეს ფული არ მივეცით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაჩერდება. გამოდის, რომ რაღაც ფული გადახარჯეს და მართლაც შეიძლება ვერც შუქს გადაიხდიან, ვერც წყალს.

შეიძლება თანხები, რომელიც ჰქონდათ, მართლაც გამოიყენეს ვიზიტებისა თუ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. ისეთი თანხებია საჭირო, რომელიც მიმდინარე ხარჯებისთვის, როგორც ჩანს აუცილებელია.

ასეთი პასუხია – თუ არ გადავრიცხავთ, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაჩერდება,”- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად