გოცირიძე პრემიერის დადგენილებაზე: სადაა სადღეგრძელოების ჩამონათვალი, სადაა მათი რიგითობის აღწერა?!

საპარლამენტო ფრაქცია” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის ახალ დადგენილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვით ქართულო სუფრას ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

“გახარიას დადგენილებით, ქართულ სუფრას ( პურობას) ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. რას აკეთებენ ხარისხიანად, ეს მაინც რომ გაეკეთებინათ? სადაა სადღეგრძელოების ჩამონათვალი, სადაა მათი რიგითობის აღწერა?! ჩურჩხელას რომ არ მივაქციეთ ყურადღება და ჩვენი მეზობლები ჩირის ჩურჩხელას ტურისტებს რომ ეროვნულ პროდუქტად ასაღებენ, ამით მაინც ვერ ვისწავლეთ ჭკუა? ისე ვატყობ, ამათ ლამპის შუშის და ხილის ვაზის განსხვავებულების შესასმელ ინსტრუმენტად დაპატენტებაც დაავიწყდებათ”-წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად