გოცირიძე: პარლამენტს ადევს დიდი ბოქლომი და ნებაყოფლობით შვებულებაშია გასული

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ საგანგებო, მდგომარეობის პირობებში შექმნილი უამრავი პრობლემის გადასაჭრელად, პარლამენტი ახლა საგანგებო ბიუჯეტს უნდა იხილავდეს, რომელიც მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია.

“ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი არის ცარიელი და ადევს დიდი ბოქლომი. დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი უნდა მუშაობდეს განსაკუთრებული დატვირთვით, უნდა იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი ჩვენი მოქალაქისათვის მხარდაჭერის გეგმა, პარლამენტი არის ნებაყოფლობით შვებულებაში გასული”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობამ ქვეყნის წინაშე წარმოშვა უამრავი პროობლემა, შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა, მათ შორის, ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს.

“საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის, ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც დარჩნენ უმუშევარი და გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში. დღეს, პარლამენტის უპირეველის ვალია, განახორციელოს თავისი მაკონტროლებელიდ ა საზედამხვედელო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს რეალური გეგმაც კი არა აქვს წარმოდგენილი, როდის დაიწყებს პირდაპირი სოციალური დახმარებების გაცემას. ევროპის ყველა სახელმწიფომ, დიდი ხანია რაც უმძემისი კრიზისის პირობებში საკუთარ მოქალაქეებს გაუწია ფინანსური დახმარება. საქართველოს მთავრობა კი, მექანიზმებზე ფიქრობს და არავინ იცის, როდის დაიწყება ის მწირი და უსამართლოდ გაწეული დახმარებების დარიგება, რომელსაც ასე ელოდება ხალხი. პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად