გოცირიძე: პარალამენტში ერთმანეთს ვაკვირდებით და ვიცით განწყობები, სალომე ზურაბიშვილი არავის უნდოდა

„ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ისეთი კანდიდატი, რომელიც ესიამოვნება არა ამომრჩეველს, არა თუნდაც თავის პარტიას, არამედ ესიამოვნება რუსეთს“, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერას.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი პრეზიდენტობის კანდიდატია. 

„ნებისმიერი კანდიდატი, თუნდაც 3 სასაცილო მინისტრი რომ დანიშნეს მთავრობში, ისინიც კი რომ დაესახელებინათ „ქართული ოცნების“ სახელით, მეტ ხმებს მიიღებდა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი. 

მათ დაასახელეს ყველაზე ნაკლებად კონკურენტული კანდიდატი, მაგრამ რადგან ასეთ რისკებზე წავიდნენ და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, აქ ჩანს მთელი ის საგანგაშო პოლიტიკა, რასაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი“, – დასძენს რომან გოცირიძე. 

დეპუტატის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და არავინ ეკითხება არც დეპუტატებს და არც მთავრობის წევრებს. 

„აქ ჩვენ პარლამენტში ყველა ვაკვირდებით ერთმანეთს და ვიცით, რა განწყობებია. არავის სალომე ზურაბიშვილი არ უნდოდა, ერთ ადამიანსაც კი პარლამენტში. იმედი ბოლოს კვდებაო, ასეთი გამოთქმაა, ბოლო წამამდე ჰქონდათ იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა და ისევ „ქართული ოცნების“ კანდიდატს წამოაყენებდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ "პირველის" ეთერში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად