გოცირიძე: “ოცნებიდან” პროდასავლურად განწყობილი დეპუტატების წასვლა,ღირსეულიცაა და გონივრულიც

“უმძიმესი დარტყმაა პარლამენტის ვიცე სპიკერის, კომიტეტის სამი თავმჯდომარის და პროდასავლურად განწყობილი დეპუტატების მიერ თანამდებობებიდან გადადგომა და მათ მიერ პარტიის დატოვება”,-ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.

”ქართული ოცნება” ჩამოიშალა. საერთაშორისო ურთიერთობები დაენგრათ. უმძიმესი დარტყმაა პარლამენტის ვიცე სპიკერის, კომიტეტის სამი თავმჯდომარის და პროდასავლურად განწყობილი დეპუტატების მიერ თანამდებობებიდან გადადგომა და მათ მიერ პარტიის დატოვება. სწორ დროს სწორი ნაბიჯის გადადგმა ღირსეულიცაა და გონივრულიც”,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.

აქციის მონაწილეები, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან. საპროტესტო აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად