გოცირიძე “ოცნებაზე”: გადაწყვეტილებას ღებულობს ერთი ადამიანი,ან უნდა შეეგუო ასეთ მორჩილებას,ან წახვიდე

“ეს უმრავლესობა არ არის ის, რაც იყო. ის ილუზიები გაუქრათ, რომ მოდიოდნენ ენთუზიაზმით და ეგონათ რაღაცეების გაკეთება შეეძლოთ.”,-განაცხადა”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

“ეს უმრავლესობა არ არის ის, რაც იყო. ის ილუზიები გაუქრათ, რომ მოდიოდნენ ენთუზიაზმით და ეგონათ რაღაცეების გაკეთება შეეძლოთ. ფაქტია, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება. ყველამ კარგად იცის, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს ერთადერთი ადამიანი და თუ მისგან განსხვავებული აზრი გაქვს, ესე იგი დაისჯები ძალიან მწარედ. ან უნდა შეეგუო ასეთ მორჩილებას ან უნდა წახვიდე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ “კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...