გოცირიძე: “ოცნებაში” ვერავინ ხვდება, რომ მათი მზის ჩასვენება დაიწყო, რასაც დაისი ჰქვია

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს გიორგი გახარიას გაპრემიერების შეფასებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ განადგურებით დაემუქრა.

“თუ გახსოვთ, წინა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრებაო, მაგრამ რადარებზე ისეთი დიდი სიმძლავრით გამოვჩნდით, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნებში 800 ათასი ხმა აიღო და რადარები გადაიწვა.

ვერ ხვდებიან, რომ განადგურების გზაზე თავად მიდიან, მაგრამ როგორ უნდა მიხვდნენ, როცა მზომავი რადარები გადამწვარი აქვთ. შეფასების კრიტერიუმებიც კი არ აქვთ, ილუზიებში იმყოფებიან. „ქართულ ოცნებაში“ ვერავინ ხვდება, რომ მათი მზის ჩასვენება დაიწყო, რასაც დაისი ჰქვია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად