გოცირიძე: ოღონდ ლონდონის ბირჟა საქართველოში გადმოვიდეს, ამ პარლამენტს დღესვე დავცლით

“გაჩერებული პროექტები აზიანებს ქვეყანას და ეს არის ახირება და დანაშაული.” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით ქუთაისში, პარლამენტის შენობაში საპოლიციო ჰაბი აღარ განთავსდება.

რომან გოცირიძემ აღნიშნულ თემაზე მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ოღონდ ლონდონის ბირჟა საქართველოში გადმოვიდეს და ამ პარლამენტს დღესვე დაცლიან”.

“8 წელიწადია გაჩერებულია რიყეზე დოქები, რომელიც შესულია მსოფლიოში თანამედროვე ხელოვნების ათეულში, ჯიუტად დგას და ინგრევა, დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის სასახლეში, ვის რაში ჭირდება პრეზიდენტის ორი სასახლე, იხარჯება უზარმაზარი ფული მის გათბობაზე, შენახვაზე.

კეთილი ინებონ და ამ ახირებას დაანებონ თავი, რაციონალურად გამოიყენონ ის სიმდიდრე რაც ქვეყანაში შეიქმნა ხალხის შრომით. რაც შეეხება ქუთაისში, პარლამენტში პოლიციური ჰაბის შექმნას, ეს იყო სრული სისულელე, არავის სჭირდება ამხელა შენობა, შეუფერებელია.

რაც შეეხება საფონდო ბირჟის გახსნას, რომ იტყვიან, „თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდანაც მოვაო“, ნეტა ბირჟა იყოს(ეს არ არის ბირჟისთვის საუკეთესო ადგილი), ოღონდ ლონდონის ბირჟა საქართველოში გადმოვიდეს და ამ პარლამენტს დღესვე დავცლით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად