გოცირიძე: ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს. აჟიოჟატი აზიანებს ჯიბესაც და ფსიქიკასაც

ამის შესახებ საპარლამენტო ფრქაცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ, როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით კაფეები და რესტორნები დაკეტილია და მოხმარება კლებულობს, ათეულ მილიარდობით დოლარის საქონილია უკვე ჩაწოლილი.

“ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა. როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით კაფეები და რესტორნები დაკეტილია და მოხმარება კლებულობს, ათეულ მილიარდობით დოლარის საქონილია უკვე ჩაწოლილი.

ეკონომიკაში მოთხოვნის კლებით გამოწვეული შოკია და არა მიწოდების ( გამოშვების) შემცირებით გამოწვეული.

ქართული მაგალითი რომ ავიღოთ: თუ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო სუფრები შეიზღუდება, სად უნდა გაიყიდოს ჩამოსასხმელი ღვინო, მინერალური წყალი, კიტრი, პომიდორი და ა. შ. ეს შეზღუდვები ათეულ მილიონობით ლარის ოდენობით ამცირებს მოთხოვნას.

აჟიოჟატი აზიანებს ჯიბესაც და ფსიქიკასაც”- წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად