გოცირიძე: ნოდარ ჯავახიშვილი დაეჩვია ბრიფინგებზე ჩემი სახელის უდიერად მოხსენიებას

"წვერ-ილვაშის მოშვება საქმეს რომ შველოდეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა" – ამის შესახებ"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"არნახული ტყუილი საარჩევნო კამპანიების ისტორიაში!

ახალმა ოცნებამ ძველ ოცნებას გადაასწრო!

მათივე პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ოცნების მმართველობის პირობებში წელიწადში საშუალოდ გაჰყავდათ 28 კილომეტრის სიგრძის გზა ავტობანზე. მომავალ ოთხ წელიწადში აპირებენ 800-1000 კილომეტრი გზის გაყვანას, საიდანაც 550 კილომეტრი იქნება თანამედროვე ტიპის ავტომაგისტრალი. აქედან ერთ-ერთი იქნება მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, "ევროპაში ყველაზე რთული", ანუ მთებში: 53 კილომეტრის ავტობანი 40 გვირაბით და 90 ხიდით, ანუ ყოველ კილომეტრზე ერთი გვირაბი და ორი ხიდი:)

ვინმეს სჯერა, რომ ამის გაკეთება ამ ვადებში შესაძლებელია? ან ამათ შესწევთ ამის უნარი, მაშინ როცა სწორ ტრასაზე, ფაქტობრივად არსებული მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების გეგმას ორი წლით ჩამორჩნენ და გამოყოფილი თანხებიც კი ვერ აუთვისებიათ?

თანაც ამ საქმის უფროსი რომ შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული მოხელე ნოდარ ჯავახიშვილია ( ინფრასტრუქტურულ კორუფციებზე საუბრის დროც მოვა)?!

წვერ-ილვაშის მოშვება საქმეს რომ შველოდეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა:)

ისე, რაღაც დაეჩვია ბრიფინგებზე ჩემი სახელის უდიერად მოხსენიებას. ჰგონია, რომ ამით გზების მშენებლობის ტემპი იმატებს.
არაფერი ეშველება ამ საქმეს, სანამ ბატონ ნოდარს არ ჩააბეტონებენ ავტობანზე, როგორც ზურაბს სურამის ციხეში:) 

პოლიტიკურ ჩაცემენტებას ვგულისხმობ, თორემ ისე რას ვერჩი, წავიდეს და მიხედოს თავის სირაქლემების ფერმას( ეროვნული ბანკიდან მოტეხილი ფულით რომ აიშენა თავის დროზე)!", – წერს გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად