გოცირიძე: ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ამ მძიმე ვითარებაში იზრუნოს ლარისა და ფასების სტაბილურობაზე, აპირებს დამატებითი საშინაო ვალის აღებას

ამის შესახებ საპარლამენტი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ამ მძიმე ვითარებაში იზრუნოს ლარისა და ფასების სტაბილურობაზე, გააჯანსაღოს ბიუჯეტი და შეამციროს უსარგებლო, ბიუროკრატიული და კორუფციული ხარჯები, პირიქით, აპირებს დამატებითი საშინაო ვალის აღებას და ბიუჯეტის ხარჯების გადიდებას. თანაც, ამის შეთანხმებას გეგმავს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში. ეს არ უნდა დაუშვას სავალუტო ფონდმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც იქნება დამნაშავე ლარის გარდაუვალ გაუფასურებასა და ინფლაციის ზრდაში” – წერს რომან გოცირიძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად