გოცირიძე: ნაძვის ხე სახელად ქოცი! დეპუტატ ბერაიასთვის ტოტები რომ გაეყარათ, ამას აჯობებდა

ნაძვის ხე სახელად ქოცი! დეპუტატ ბერაიასთვის ტოტები რომ გაეყარათ, ამას აჯობებდა,-ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე Facebook-ის პირად გვერდზე თბილისში, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას.

“ნაძვის ხე, სახელად ქოცი!
ამ ნაძვის ხეს 40 ტოტი და ერთი ტანი აქვს. ერთი ტოტის ღირებულება არის 20 ათასი ლარი, ხოლო ტანი ღირს 200 ათასი ლარი. ესეც შენი ერთი მილიონი.
დეპუტატ დაჩი ბერაიასთვის ტოტები რომ გაეყარათ, ამაზე უკეთესი გამოვიდოდა”,-წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

25 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში განათდა. ადგილზე, მოწყოფილია საშობაო სოფელი. კულტურული ღონისძიებების გარდა წელს, საახალწლო ქალაქი მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი წარმოდგენებით იქნება დატვირთული.

“წელს, ახალი ნაძვის ხის შესასყიდად დაიხარჯა – 304 848 ევროს ექვივალენტი ლარში და ახალი საახალწლო ილუმინაციების შესასყიდად დახარჯულია 667 532 ევრო ექვივალენტი ლარში”,- განგვიცხადეს “თბილსერვის ჯგუფში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად