გოცირიძე: მსოფლიოში ყველაზე მეტად ქართული ლარი და მექსიკური პესო გაუფასურდა

რატომ მოხდა რომ, მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად ქართული ლარი და მექსიკური პესო გაუფასურდა?!-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

” გვითხრას ქალბატონმა ნათია თურნავამ, რომელმაც განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებშიც უფასურდება ლარიო, სომხეთში გაუფასურდა? თურქეთში გაუფასურდა ან აზერბაიჯანში? რუსეთში ან რომელიმე ევროპულ ქვეყენაში? რაც კორონავირუსის კრიზისი დაიწყო, ამ ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე დევალვირებადი ორი ვალუტა არის ქართული ლარი და მექსიკური პესო. ყოველთვის როცა ლარი უფასურდებოდა, მიუთითებდნენ საგარეო ფაქტორებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად