გოცირიძე: მომავალი საპარლამენტო არჩევნების პრიზმაში ხელისუფლებისთვის დღევანდელი შედეგები არის საგანგაშო

“43% რაც სანდრა რულოვსმა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღო საშინელი ზეწოლის შედეგად, არის ძალიან კარგი შედეგი.”,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე IPRESS-თან საუბრისას კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაშლილია.

“კალაძეს უნდა ვუთხრათ, რომ “ქართული ოცნებაა” დამთავრებული. ჯერ პარლამენტში ეშლებათ უმრავლესობა და თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ რაიმე პრობლემა იქნება “ნაციონალურ მოძრაობაში”, ეს არის ტყუილი” -განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, 19 მაისის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლება აგებს

“თვალნათლივ ჩანს, რომ საპარლამენტო არჩევნებში სახელისუფლებო პარტია აგებს, თუნდაც ჯამურად. მთაწმინდაზე, სადაც ოპოზიციური პარტიების ხმები მეტია, ვიდრე “ქართული ოცნების.” ზუგდიდში სპეციფიკური თვითმმართველობის არჩევნები იყო და ორი კანდიდატი იბრძოდა. როდესაც მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდება და მონაწილეობას სხვა პარტიები მიიღებენ, ოპოზიციის ჯამური ხმა გაცილებით მეტი იქნება ვიდრე “ქართული ოცნების. არავითარი სიმშვიდის საფუძველს არ აძლევს უმრავლესობას ამ არჩევნების შედეგები. მომავალი საპარლამენტო არჩევნების პრიზმაში ხელისუფლებისთვის დღევანდელი შედეგები არის საგანგაშო. 43% თუნდაც იგივე, რაც სანდრამ მიიღო საშინელი ზეწოლის შედეგად, არის ძალიან კარგი შედეგი”- თქვა რომან გოცირიძემ.

“სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება”- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” დაშლილია.

„გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია. ერთადერთი რაზეც დგას დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...