გოცირიძე: მომავალი პროკურორი არა მხოლოდ მორჩილი პაიკი იქნება, არამედ ოდიოზური ფიგურაც

ასპროცენტიანი სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი პროკურორი არა მხოლოდ მორჩილი პაიკი იქნება, არამედ ოდიოზური ფიგურაც,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

“ასპროცენტიანი სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი პროკურორი არა მხოლოდ მორჩილი პაიკი იქნება (ეს არაა ძნელი გამოსაცნობი), არამედ ოდიოზური ფიგურაც, თუმცა, არც ამას უნდა დიდი მკითხაობა.
ჩამოთვალეთ ”ქართული ოცნების” ყოფილი თუ მოქმედი სამი ყველაზე შეუფერებელი მოხელის გვარი ( მინისტრზე, გენერალურ პროკურორზე, თბილისის მერზე და სხვა მსგავს ძალიან მაღალჩინოსანზე ნაკლები არ უნდა იყოს) ისე, საიდან გამოძებნის ხოლმე, ჰა?!”,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შენიშვნა: სტილი დაცულია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად