გოცირიძე მელიაზე: ეს არ არის “ქართული ოცნება”, სადაც განსხვავებული აზრის გამო ხალხს უმრავლესობიდან აგდებენ

19 მაისის შუალედური არჩევნებში ზუგდიდში მიღებული შედეგების გამო, “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიას შესაძლო წასვლას გამორიცხავს საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

როგორც IPRESS-თან საუბრისას რომან გოცირიძემ განმარტა, “ნაციონალურ მოძრაობაში” არიან გამოკვეთილი ლიდერები და შესაძლებელია, რომ ამა თუ იმ საკითხზე მათ განსხვავებული აზრი ჰქონდეთ.

“ეს არ არის “ქართული ოცნება”, სადაც განსხვავებული აზრის გამო ხალხს პარლამენტიდან და უმრავლესობიდან აგდებენ. ჩვეულებრივი მოვლენაა არჩევნების შედეგების ცხელ კვალზე შეფასება, ანალიზის სახით. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს და მის შესწავლას, ეს არის მომავლის საკითხი, დაჯდება პარტია, პოლიტსაბჭო და შევაფასებთ, სად იყო წარმატება, სად იყო დაშვებული შეცდომები და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან უარყოფითი ფაქტორები, როგორც არის ტოტალური დაშინება და მოსყიდვა. აქ გასაკვირი არაფერია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მაინცდამაინც განსხვავებული აზრი კულუარებში უნდა გამოითქმებოდეს, ასე არ არის. ეს არის ღია კოალიციური გაერთიანება, მასში 11 პარტიაა აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულების და ამ გაერთიანებაში შემავალ პარტიებს არავითარი ვალდებულება არა აქვთ, ვინმეს შეუთანხმონ არჩევნების შედეგების შეფასებაში. არაფერი ამაში გასაკვირი არ არის”,-თქვა რომან გოცირიძემ.

როგორც 19 მაისს ზუგდიდში გამართული არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, “არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები. არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს ამომრჩეველს ფლუსტრაციაში და არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, მოავლ და დედას გიტირებ და არ მოდიხარ. ეს არ შეიძლება. არაფერი არ აგდებს დეპრესიაში, ვიდრე მსგავსი დამოკიდებულება. თავისუფლად შეგვეძლო ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა. ვიცოდით, რომ შუალედური არჩევნები იყო. მონაწილეობა რომ არ მიგვეღო ვინ გვეტყოდა რატომ არ მიიღეთო.

თუ ეს არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას და არ იწყებ ამ რევოლუციას, ამით უარეს სასორწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩეველს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებები.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, ვის გულისხმობს? – ნიკა მელია პასუხობს, რომ მიმხვედრი მიხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...