გოცირიძე მელიას საქმეზე: დეპუტატზე ელექტრონული სამაჯურის დადება შეურაცხმყოფელია

“ნიკა მელია პარლამენტში მოსვლისა და წასვლის გამო, ხელისუფლებამ გამოიყვანა დაღდასმულად”,- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გიცირძე ნიკა მელიასთვის გამოტანილ განაჩენზე საუბრისას, კერძოდ ელექტრონულ სამაჯურზე.

“რაც შეეხება სამაჯურს, სამაჯური გამოიყენება ძირითადად კრიმინალების წინააღმდეგ და დეპუტატზე სამაჯურის დადება, ვიზუალურად და სიმბოლურად, ძალიან შეურაცხმყოფელია. ნიკა მელია პარლამენტში მოსვლისა და წასვლის გამო, ხელისუფლებამ გამოიყვანა დაღდასმულად,“ – ამბობს გოცირიძე.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა არ დააკმაყოფილა გენერალური პრპკურატურის საჩივარი და ”ნაციონალური მოძრაობის”ლიდერის ნიკა მელიას მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდება ძალაში დატოვა.

სააპელაციაო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტონული სამაჯურის ტარება დაევალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად