გოცირიძე: მანანა კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულია და მოსამართლის თანამდებობას არ შეეფერება

"ქვეყანაში მიმდინარეობს ძალიან სახიფათო პროცესი, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია, ადამიანთა და პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფის მიერ, არაფორმალური მმართველის მიერ", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სასესიო სხდომაზე განაცხადა.

"ამ უზურპაციის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი ეტაპი იქნება დღეს, ამ დარბაზში, როდესაც თქვენი თანხმობით მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოზე სრული კონტროლის დამყარება, მას შემდეგ რაც მანანა კობახიძე გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი", – დასძინა რომან გოცირიძემ. 

მისი შეფასებით, მანანა კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულია და თავისი პოლიტიკური წარსულით საკონსტიტუციოს მოსამართლის თანამდებობას არ შეეფერება. 

"ფაქტობრივად უზურპირებულია აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლების ყველა შტო. ვიცით, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი და ადგილობრივი სასამართლოები და ის კორუფციული ფაქტები, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საზოგადოების ვნებათაღელვოს მთავარი თემაა ამ დღეებში. რა ხდება უზენაეს სასამართლოში, ვიცით რამდენიმე პატიოსანი მოსამართლე , რომელზეც ჯერ არ არის დამყარებული კონტროლი, რა უზარმაზარ წნეხს განიცდის ხელისუფლების მხრიდან", – განაცხადა რომან გოცირიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად