გოცირიძე: მაინცდამაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები?

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებასთან დაკავშირებით  განაცხდა, რომელიც მისივე თქმით, ითვალისწინებდა როგორც საარჩევნო სისტემის საკითხს, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც.

„საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება იყო პაკეტში. ერთი ითვალისწინებდა კონსტიტუციის შეცვლას და მეორე -პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა უამრავი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, როცა ყველა ამბობს ერთსა და იმავეს, რატომ არ უნდა გჯეროდეთ მათი, მაინცდამაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები? პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი და ამის გარეშე შეთანხმება არ არსებობს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც აიღო საკუთარი ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების სრული პაკეტი არ იქნა მოყვანილი სისრულეში ერთად, მაშინ ეს შეთანხმება არ არსებობს და ის რომ პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი, მათ შორის, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარე ადასტურებს და ელჩების დასტური თუ უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს იქნება ძალიან ცუდი რამ, ვინაიდან შიდაპოლიტიკურ პროცესებში ისინი არ ერევიან, თუმცა, ყველამ კარგად იცის , რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური რეპრესიები და გვყავს პოლიტიკური პატიმრები”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად